თავში

შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონი საქართველოს ტოვებს

შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონი საქართველოს ტოვებს
შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონი საქართველოს ტოვებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ,,ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის თითქმის ათსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დანიელსონმა აღნიშნა, გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის.

,,მე ვიყავი ჩართული ძალიან რთულ მოლაპარაკებებში მთელი ეს კვირა, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და ამერიკამ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, რათა მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ ფოკუსირება მოეხდინათ კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ზოგიერთ საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი და წინსვლა იყო", -განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი საქართველოს დღეს, 19 მარტს დატოვებს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია.

ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system