თავში

შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება და შტატებმა ითამაშოს ამაში დიდი როლი - ჯაფარიძე

შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება და შტატებმა ითამაშოს ამაში დიდი როლი - ჯაფარიძე
შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება და შტატებმა ითამაშოს ამაში დიდი როლი - ჯაფარიძე

"შეერთებული შტატებისადმიჩვენი გზავნილია, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება და შტატება ითამაშოს ამაში დიდი როლი"- ამის შესახებ " ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ report.ge-თან საუბარში განაცხადა. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამავდროულად ოპოზიცია შეერთებულ შტატებს მადლობას უხდის პარტნიორობისთვის. მისივე განმარტებით, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

"ეს არის მშვიდობიანი გამოხატვა ერთის მხრივ ჩვენი უზარმაზარი მადლიერების ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავქვს დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა და ასევე ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი გზავნილი იყოს მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვსურს შეერთებული შტატების კიდევ უფრო მძლავრი წარმოჩენა რეგიონში, კიდევ უფრო ძლიერი როლი შეერთებული შტატებისა ამ რეგიონში, ასევე საქართველოსთან მიმართებით ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, და კიდევ უფრო გაიზარდოს და ახალ დონეზე იქნეს აყვანილი. ამავე დროს ჩვენი გზავნილია შეერთებული შტატებისადმი, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება და შეერთებულმა შტატება ითამაშოს ამაში დიდი როლი"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ report.ge-თან საუბარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system