თავში

შიმშილობის აქციას, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამდენიმე ადამიანი გამოეთიშა

შიმშილობის აქციას, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამდენიმე ადამიანი
შიმშილობის აქციას, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამდენიმე ადამიანი გამოეთიშა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან კარვებში შიმშილობის აქციას, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმას, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე მოშიმშილე გამოეთიშა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს.

"ადამიანები, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ შეესაბამება მიმდინარე აქციას, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ რომ მათ შევაწყვეტინოთ შიმშილობა. ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა ამით, მაგრამ ნამდვილად ვერ დავაყენებთ დამატებითი რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს შიმშილობა რამდენი ხანი გაგრძელდება, არავინ არ იცის წინასწარ," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

ლიდერებთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ აქტივისტებიც, მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და მათივე თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system