თავში

შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები - ლომჯარია

შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები - ლომჯარია
შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები - ლომჯარია

შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები - ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ შიმშილობის დაწყების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით შეუქმნას.

„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“,- განაცხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system