თავში

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტითა და გავრილოვით გამოწვეულ ვნებათაღელვას - ზურაბიშვილი

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტითა და გავრილოვ
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტითა და გავრილოვით გამოწვეულ ვნებათაღელვას - ზურაბიშვილი

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციის თემაზე არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ.

"აღარ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა და მაშასადამე, ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: „არაფერს აკეთებენ“ ან „ენგურის ხიდი ჩაკეტეს“ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში," - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system