თავში

სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად წარმოაჩინონ - ალეკო ელისაშვილი

სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად წარმოაჩინონ - ალეკო ელისაშვილი
სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად წარმოაჩინონ - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია. 

მისივე თქმით, ერთი სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად წარმოაჩინონ, რაც არ გამოვა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტებში ახალი წინაპირობების წამოყენება გაუგებარია.

"ვინმეს თუ უნდა, რომ ახალ-ახალი წინაპირობები წამოაყენოს და ამნისტია ჩააგდოს, ე.ი. მას უნდა შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლა, გადახაზვა და მასზე უარის თქმა. ახლა წინაპირობების წამოყენება ცოტა გაუგებარია. ამ კანონპროექტებს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. ამნისტია ორივე მხარეს უნდა შეეხოს და არ გავრცელდეს იმ ხალხზე, ვინც ადამიანებს შეგნებულად ასახიჩრებდა. არ გავრცელდეს მაკო გომურის დამსახიჩრებელზე და სხვებზე. ამნისტიაში სხვა რა უნდა ეწეროს – ქვეყანა როგორ გაბრწყინდეს და ეკონომიკურად განვითარდეს? რასაც ვხედავ, არის შარის მოდების და შეთანხმებიდან გამოსვლის მცდელობა. ამნისტია საიდან დაიწყო? ვინაიდან, მელია გირაოს არ იხდიდა, სხვა გზა რა იყო, რომ ციხიდან გამოსულიყო. ეს ყველაფერი ამას ემსახურება“, – განაცხადა ელისაშვილმა "პირველ არხთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system