თავში

სოფიო ქაცარავა ვარშავაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

სოფიო ქაცარავა ვარშავაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
სოფიო ქაცარავა ვარშავაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კონგრესმენებს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორს შეხვდა.

სოფიო ქაცარავა ასევე, შეხვდა გერმანიის ფედერალური ოფისის პოლიტიკურ დირექტორს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე მარშალს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

„ვიყენებთ ყველა ფორმატს, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ვარშავის ფორუმის ფარგლებში გავმართე შეხვედრები, სადაც დისკუსიის მთავარ თემებს სწორედ ეს საკითხები წარმოადგენდა. საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში ყოველთვის არის წარმოდგენილი მაღალ დონეზე და მომავალშიც ასე იქნება“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system