თავში

სოფო კილაძემ ევროსაბჭოში ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეებზე ისაუბრა 

სოფო კილაძემ ევროსაბჭოში ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეებზე ისაუბრა 
სოფო კილაძემ ევროსაბჭოში ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეებზე ისაუბრა 

სოფო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჟელობდნენ. სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ეთნიკური ქართველების ყოველდღიურ დევნაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით იქნა ხაზგასმული ოთხოზორია და ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე.

"მე მინდა ორი ახალგაზრდა კაცის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გიამბოთ, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს ისე, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ასევე ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეზღუდებათ. ეთნიკური ქართველები ხშირად ქონების საკუთრების საკითხებში მსხვერპლნი არიან," - განაცხადა სოფო კილაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system