თავში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

მისალოც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი მეგობრული ურთიერთობა სომხეთსა და საქართველოს შორის ეფუძნება მდიდარ ისტორიულ ტრადიციას და გამოირჩევა ორმხრივი ნდობითა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ღრმა გრძნობით.

„მე ძალიან ვაფასებ ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ თბილ პირად ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი თანამშრომლობის რესურსი, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.

ცნობისათვის, დღეს, 19 მარტს გიორგი გახარია 45 წლის გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system