თავში

სოსო გოგაშვილმა ,,ქართული ოცნება“ დატოვა

სოსო გოგაშვილმა ,,ქართული ოცნება“ დატოვა
სოსო გოგაშვილმა ,,ქართული ოცნება“ დატოვა

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა. 

ის პარტიის მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

როგორც გოგაშვილი აცხადებს, მან გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აცნობა და მიზეზებიც აუხსნა. თუმცა, რის გამო მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, საჯაროდ არ საუბრობს.

"მქონდა საუბარი პარტიის თავმჯდომარესთან, გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მიზეზებიც ავუხსენი. ყველაფერი გასაგები იყო მისთვის, წარმატებები მისურვა მომავალ საქმიანობაში და ასე დავშორდით ერთმანეთს", - განაცხადა გოგაშვილმა.

სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ის აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მომავალში ისაუბრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system