თავში

სოციალურ-საინფორმაციო ბომბაჟი უნდა აწარმოოთ - ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს

სოციალურ-საინფორმაციო ბომბაჟი უნდა
სოციალურ-საინფორმაციო ბომბაჟი  უნდა აწარმოოთ - ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს

უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუწოდებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ყველა პლატფორმიდან აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს. 

კახაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ამის სრული პოტენციალი გააჩნია. 

"ერთი თხოვნა მექნება - სოციალურ-საინფორმაციო ბომბაჟი ანუ ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში, ყველა დონის ყურისათვის, ყველა დონის ტვინისათვის უნდა იყოს ყველა პლატფორმიდან, უთოს რომ ჩართავ, თავიდან ბოლომდე ადამიანზე, კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და თქვენ ამის პოტენციალი გაგაჩნიათ", - აღნიშნა კახაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system