თავში

სტივენ ბიგანი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

სტივენ ბიგანი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს
სტივენ ბიგანი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

ბიგანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება, რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან. ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში - “Georgia and its Neighborhood”, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system