თავში

,,სტრატეგია აღმაშენებელი" - ჩარკვიანმა და ვაშაძემ ახალი პლატფორმა შექმნეს

,,სტრატეგია აღმაშენებელი" - ჩარკვიანმა და ვაშაძემ ახალი პლატფორმა შექმნეს
,,სტრატეგია აღმაშენებელი - ჩარკვიანმა და ვაშაძემ ახალი პლატფორმა შექმნეს

პოლიტიკური პარტიების ,,კანონი და სამართალისა" და ,,ახალი საქართველოს" ლიდერებმა თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ ,,ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ,,სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნეს. 

როგორც გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საარჩევნო პროგრამას 30 ივლისს წარადგენენ.

,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება ,,სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება, ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან - ,,ახალი საქართველო", ,,კანონი და სამართალი" და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინდეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონერებს და დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში. არჩევანი უმარტივესია: მშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system