თავში

სტრასბურგის სასამართლომ, ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა - ვაშაძე

სტრასბურგის სასამართლომ, ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა - ვაშაძე
სტრასბურგის სასამართლომ, ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა - ვაშაძე

დღეს სტრასბურგის სასამართლომ, გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე Facebook-ზე წერს, რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ დანაშაულზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სჩადიოდა.

"დღეს სტრასბურგის სასამართლომ, გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გილოცავთ მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!", - წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system