თავში

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან
სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიის წევრები ერთმანეთს კონსულტაციის მიზნით ხვდებიან. 

"ლელოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ. 

"დღეს იქნება მორიგი სამუშაო შეხვედრა. ერთ-ერთი ცხელი საკითხი, ახლა არის თუ როგორ მოვაგვაროთ ყველზე მწვავე თემა , ნიკა მელიას გათავისუფლება და როგორ გადავიდეთ ის რომ ამ შეთანხმების სხვა მუხლების შესრულებაზე დაიწყოს რეალური მუშაობა, არა ფასადური.

"ლელოსთვის" პრინციპულია ის განხორციელდება ეს კანონი, რომ სახელმწიფომ მეორედ არ მიაყენოს დაზარალებულებს შეურაცხყოფა, რომელიც ერთხელ უკვე მიაყენა, როდესაც მათი უფლებები უგულებელყო და ფეხქვეშ გათელა, ამის გაკეთების უფლება ჩვენ არ გვაქვს, არც მორალურად, არც სამართლებრივად. ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც გადაიდგმება პირველ რიგში იქნება დაზარალებულების ღირსების აღდგენაზე ორიენტირებული",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system