თავში

სუს-ის ხელმძღვანელი განმარტებებს აკეთებს

სუს-ის ხელმძღვანელი განმარტებებს აკეთებს
სუს-ის ხელმძღვანელი განმარტებებს აკეთებს

"გავრცელებული ინფორმაცია მებრძოლებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ეს არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, და რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას", - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. 

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, გავრცელებული დეზინფორმაცია და მოთხოვნები აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვის შესახებ, ხელს უშლის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისთავად აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზრბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system