თავში

"სუსი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე" - ლილუაშვილი

"სუსი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე" - ლილუაშვილი
სუსი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე - ლილუაშვილი

"სუსი აწარმოებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე. გინახავთ სადმე სამსახური, ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, ოპერატიული სამსახური და არ აწარმოებდეს ფარულ მიყურადებას?!, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფარული მიყურადება კანონიერ საფუძველზე და წესების დაცვით უნდა ხდებოდეს.

"ეს უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, კანონიერ საფუძველზე და იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს. თქვენ აღნიშნეთ ფაილები, რომლებიც ფაილები არ იყო, ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ვორდის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ შინაარსს. რაც შეეხება დადასტურებას, რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას ხდება ამ ტექსტების ავთენტურობის შესწავლა, რაღაც პროცენტი ადასტურებს არსებული დიალოგის, ან იქ განთავსებული ინფორმაციის ნამდვილობას, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, დიდი ნაწილი ამას არ ადასტურებს. არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. 

მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სამსახურსა და დიპლომატებს შორის, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენ ხშირად ვხდებით დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ვიხილავთ რეგიონში მიმდინარე საკითხებს. ვფიქრობ, რომ გასარკვევი ერთმანეთთან არაფერი გვაქვს, ჩვენ სრულ თანხვედრაში ვართ ჩვენ მოსაზრებებში, უფრო მეტიც, ყველა პარტნიორი ქვეყანა და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა მიგვიჩნევს, როგორც საიმედო და მყარ პარტნიორს უსაფრთხოების საკითხებში. საბოლოო პასუხებს მათ გასცემთ გამოძიება", – განაცხადა ლილუაშვილმა "რუსთავი-2-თან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system