თავში

თაკო ჩარკვიანი "სახალხო მოძრაობის“ აქციას აანონსებს

თაკო ჩარკვიანი "სახალხო მოძრაობის“ აქციას აანონსებს
თაკო ჩარკვიანი სახალხო მოძრაობის“ აქციას აანონსებს

„პარტია კანონის და სამართალის ” ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს.

„კვირას, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე „სახალხო მოძრაობა“ ვაანონსებთ დიდ, მრავალათასიან აქციას. ვაანონსებთ გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო კვლავ გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გაუკეთეს. ეს ადამიანი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საფრთხე ემუქრება იმ 43 პროცენტს, რომელზეც საუბრობენ. ზუსტად იმისთვის, რომ გაყალბება არ მოხდეს, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთზე მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას.

დღეს მე მოვისმინე სამწუხარო ამბავი, როდესაც დაჭერილია ადამიანი, პოლიტიკოსებმა გლობალურად უნდა განაზოგადონ, რომ ეს შენი ქვეყნის სირცხვილია. სამწუხაროდ, პარტიებისგან, რომელთა არსებობასაც ვეღარ ვნახავთ, დღეს სამწუხარო განცხადება მოვისმინე „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, „ლელოსგან“ და „ევროპული საქართველოსგან“, რომ ისინი არ მიიღებენ 14-ის აქციაში მონაწილეობას. მათი პრობლემაა, ეს ხალხის პრობლემა ვერ გახდება. მათაც ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი სახალხო სიტყვას იტყვიან. საკუთარ თავებს შეუშლიან ხელს, ხალხი მიტაცებულ სახელმწიფოს დაიბრუნებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system