თავში

თალაკვაძე: მოლაპარაკებების თემა იცვლება

თალაკვაძე: მოლაპარაკებების თემა იცვლება
თალაკვაძე: მოლაპარაკებების თემა იცვლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თემა იცვლება. მისი თქმით, მმართველი გუნდი განიხილავს საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულ ნაწილში ცვლილებების შეტანის იდეას და შემდეგ შეხვედრაზე შესაბამისი არგუმენტებით წარდგება.

"მოლაპარაკების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსიტუციური მოდელის,არსებული სისტემის ფარგლებში, მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მაჟორიტარულ ნაწილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. აქ მოვემზადებით ჩვენ და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მოვიტანთ ამაზეც არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც მუშაობა ისედაც გვქონდა დაწყებული", - თქვა თალაკვაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს 18:00 საათზე დაიწყო. ის სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. შეხვედრას მედიატორობას უცხოელი დიპლომატები უწევდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system