თავში

თალაკვაძე: უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე

თალაკვაძე: უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე
თალაკვაძე: უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე

ჩვენ უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ 2024 წელს ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, დღეს კი, აქამდე მიმდინარეობდა პოლიტიკური დებატი, პოლიტიკური კამათი, დისკუსია, როგორი უნდა იყოს 2020 წლის არჩევნები და იყო განსხვავებული პოზიციები შერეულ სისტემასა და პროპორციულ სისტემას შორის,  ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად სისტემა, როგორც ასეთი, თეორიულად, შერეული საარჩევნო სისტემაც, პროპორციული საარჩევნო სისტემაც და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც, სამივე არის ლეგიტიმური და დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითები მსოფლიოში, სადაც განვითარებული დემოკრატიები იყენებენ როგორც შერეულ, ასევე სრულად მაჟორიტარული სისტემებს. მაგალითად, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასევე ევროპული დემოკრატიების დიდი ნაწილი, რომლებიც იყენებენ სრულად პროპორციულ სისტემას. ვინაიდან ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით ამ სისტემაზე. ვფიქრობთ, რომ მომავალი პოლიტიკისთვის უფრო საქმიანი, უფრო დაბალანსებული, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკისთვის, ეს სისტემა არის უფრო შესაბამისი. რასაკვირველია, ჩვენი აღნიშნული მოსაზრება უნდა გამოიცადოს დროში და რეალურმა ცხოვრებამ უნდა გვიჩვენოს მომავალში, რამდენად აღმოჩნდება ეს ასე. დღეს ეს გადაწყვეტილება არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, რაზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ, ეს მსჯელობა ეხება მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლამდე არჩევნებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოსადეგ სისტემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სატელევიზიო ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system