თავში

თალაკვაძე: ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში

თალაკვაძე: ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში
თალაკვაძე: ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში

"2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში.

"2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ საქართველომ ამ წლებში გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, შექნა უფრო სწორი თამაშის წესები, შექმნა უფრო გამჭვირვალე სისტემა, უფრო სამართლიანი სისტემა და სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system