თავში

თამარ ჩუგოშვილი: კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის

თამარ ჩუგოშვილი: კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის
თამარ ჩუგოშვილი: კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის

კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის - ასე შეაფასა უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის მიმებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციები. 

"კანონიერი ფორმებით გამოხატული პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და ყველას აქვს უფლება, რომ თავისი განწყობა ჰქონდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნამ პროტესი გამოიწვია. აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან კანონის ფარგლებში უნდა ჩნდებოდეს. კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ. პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება სამწუხაროა. ეს პროცესი რამდენჯერ უნდა გაიაროთ? პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმუშაონ, რომ საჭირო არ იყოს მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება" - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system