თავში

თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, იურიდიული განათლების ცენზი დაწესდეს

თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, იურიდიული განათლების ცენზი დაწესდე
თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, იურიდიული განათლების ცენზი დაწესდეს

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, იურიდიული განათლების ცენზი დაწესდეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი. 

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში იმდაგვარი ცვლილების შეტანა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობის პრეტენდენტ პირს უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, ხოლო იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად – უმაღლესი იურიდიული განათლება. ამგვარი საკანონმდებლო ინოვაცია აამაღლებს იურიდიული პროფესიის პრესტიჟს, აამაღლებს საჯარო სამსახურის ეფექტურობას, გააძლიერებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე", - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system