თავში

თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ - ურსულა ფონ დერ
თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ით ეხმაურება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გააძლიერონ.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შევხვდი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი და ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას",- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system