თავში

თარგამაძე: სააკაშვილის გაპრემიერება შეუძლებელია

თარგამაძე: სააკაშვილის გაპრემიერება შეუძლებელია
თარგამაძე: სააკაშვილის გაპრემიერება შეუძლებელია

გივი თარგამაძის თქმით, მომავალ კოალიციურ მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დანიშნვა შეუძლებელი და გამორიცხულია.

"ევროპული საქართველოს" წევრმა ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ენმ-სთვის ოპოზიციის ხმები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვა პარტიებისთვის.

"თანაბარ პარტნიორობაზე დამყარებული გამარჯვების შედეგი უნდა იყოს ქართული დემოკრატიის ისტორიაში პირველი ევროპული კოალიცია, როლმლის შემადგენლობის განჭვრეტა მაქსიმალური მიახლოებით ეხლავეა შესაძლებელი და შესაბამისად, იმის მიღებაც, რომ მომავალ კოალიციაში სააკაშვილის გაპრემიერება შეუძლებელია. გამორიცხული. ამდენად, ახლა ამ საკითხის დაჟინება და დანარჩენი ოპოზიციის დამუნათება ერთის მხრივ ამომრჩევლის მოტყუებაა და მეორეს მხრივ - ივანიშვილის აგიტპროპაგანდის მთავარი ვექტორის - თუ მე წავედი, მიშა მოვა - გამყარება. ამისი მხოლოდ ლიდერის საამებლად და მისი ახირების გამო კეთება სრული უპასუხისმგებლობაა," - წერს თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა: "სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად,"

მისივე თქმით, კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system