თავში

თბილისელებს სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდებათ - კახა კალაძე

თბილისელებს სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდებათ - კახა კალაძე
თბილისელებს სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდებათ - კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. "კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას", - თქვა მან ბრიფინგზე. 

მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე 2 საათი რჩება. ამ დროისთვის თბილისში, ამომრჩეველთა აქტივობა 38.7%-ია.

ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების მომავალი ჩვენივე ხელშია, ამიტომ თითოეული თქვენგანი, აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი, მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მომავლის განსაზღვრაში. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს, შავისა და თეთრის გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველაფერი ცხადია და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, არსებულ რეალობას. ამიტომ, ყველა ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ უნდა მიხვიდეთ და საარჩევნო ყუთებთან გამოხატოთ თქვენი პოზიცია. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system