თავში

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ხმაური იყო

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ხმაური იყო
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ხმაური იყო

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შესახებ მსჯელობენ, ხმაურია. 

სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციისა და უმრავლესობის აზრთა სხვადასხვაობას და რეპლიკებს მოჰყვა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” რევაზ სოხაძემ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთ მოქალაქეს უზრდელი უწოდა.

დაპირისპირებაში ჩაერთნენ კომისიის სხვა წევრები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზვიად კუპრავამ მიმართა და მოუწოდა, რომ მის თანაგუნდელ რევაზ სოხაძეს მომხდარის გამო შენიშვნა გამოუცხადოს.

ვითარების დაძაბვის გამო სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.

სხდომაზე ზვიად კუპტავას ინიციატივით მსჯელობდნენ. განხილვის საგანი მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა იყო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system