თავში

თბილისში ,,გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქცია მიმდინარეობს

თბილისში ,,გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქცია მიმდინარეობს
თბილისში ,,გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე,  „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს. 

ამ წუთებში, აქციაზე მისულებს „გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერები სიტყვით მიმართავენ. 

აქცია პარტიის სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერით გახსნა, მანამდე კი, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ თბილისში. სულ ყველას გკოცნით. ძალიან მიყვარხართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეების დისტანცირებისთვის სკამებია განთავსებული. აქციაზე მისულებმა გაიარეს თერმოსკრინინგიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system