თავში

თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს - PHOTO

თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს - PHOTO
თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა მთავარ არხთან აქცია გამართეს  - PHOTO

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააპროტესტეს და "მთავარ არხთან" აქცია გამართეს.

სამასამდე დემონსტრანტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით "მთავარი არხის" წინ შეძახილებით "სირცხვილი" და "ყარაბაღი" შეიკრიბა, რის გამოც, რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუბინაშვილის ქუჩა გადაიკეტა. აქციის დაწყებამდე წინასწარ იყო მობილიზებული საპატულო პოლიციაც. დემონსტრანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს და მშვიდობიანად, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის". 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასება გაიზიარა და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი ოკუპირებულია რუსულ-სომხური ტანდემის მიერ. მისი განცხადებით, ამასვე ამბობს საერთაშორისო სამართალი და თანამეგობრობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system