თავში

თეა წულუკიანი: მივესალმები შოთაძის კანდიდატურას

თეა წულუკიანი: მივესალმები შოთაძის კანდიდატურას
თეა წულუკიანი: მივესალმები შოთაძის კანდიდატურას

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება. 

"მე მივესალმები შოთაძის კანდიდატურას, რადგან მისი პროკურორობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ვნახეთ ჩვენ და ვფიქრობ სასურველი კანდიდატურაა,"-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წარედგინა ირაკლი შოთაძეც არის. 

ირაკლი შოთაძეს აღნიშნული თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა. მან პოსტი 2018 წლის მაისში დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოს განაჩენის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებულიდან დავით სარალიძის მკვლელობა არც ერთს არ დაუდასტურდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system