თავში

თეა წულუკიანი: პრეზიდენტს აქვს პრინციპული პოზიცია

თეა წულუკიანი: პრეზიდენტს აქვს პრინციპული პოზიცია
თეა წულუკიანი: პრეზიდენტს აქვს პრინციპული პოზიცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებებით და განაცხადა, რომ პრეზიდენტს პრინციპული პოზიცია აქვს და მისი გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებლად მიღებული.

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება. მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას, თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system