თავში

თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ - ვიოლა ფონ კრამონი

თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ - ვიოლა ფონ კრამონი
თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ - ვიოლა ფონ კრამონი

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით ევროკავშირის ტრანშის მეორე ნაწილის მიღების აუცილებლობა აღარ გვექნება.

იმავე დღეს, 31 აგვისტოს ,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს აძლევს საშუალებას შეამციროს ვალის აღება.

30 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system