თავში

"ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება" - ანრი ოხანაშვილი

"ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება" - ანრი ოხანაშვილი
ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება - ანრი ოხანაშვილი

"ტრაგიკომედიაა, ხაზარაძე რომ ბიძინა ივანიშვილს ედრება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ ხალხის ხარჯზე ფინანსური აქტივები უკანონოდ დააგროვა.

"ხაზარაძემ ჯერ ბანკის მეშვეობით ხალხის ხარჯზე, მათ შორის, უკანონოდ დააგროვა ფინანსური აქტივები და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ იმავე ბანკის გამოყენებით და მისი ინტერესების დაზიანებით ჩაიდინა თაღლითობა.

ბიძინა ივანიშვილმა კი თავისი საქმიანობა საქართველოში უანგარო და დიდი ქველმოქმედებით დაიწყო 1995 წლიდან.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა იმ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეებით დაიმკვიდრა ადგილი, რაც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს.

 სწორედ მან შეძლო უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის!", - წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system