თავში

ტრაგიკული და ამავე დროს ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეა - ბოკერია

ტრაგიკული და ამავე დროს ქართული საზოგადოებ
ტრაგიკული და ამავე დროს ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეა - ბოკერია

9 აპრილი ტრაგიკული დღეა, რადგან ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ამ მანქანამ ჩვენი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამავე დროს არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეც, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით ვიყოთ ბოროტების იმპერიის ქვეშ და დავთმოთ თავისუფლება. 

"დღეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა და ეს დღე მომავალშიც დარჩება ჩვენს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად. ტრაგიკული დღეა, რადგან ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ამ მანქანამ ჩვენი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამავე დროს არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეც. ამ ტრაგედიის ფონზე ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, რასაც პუტინის რუსეთი წარმოადგენს, ქვეშ და არასოდეს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე, პერსონალურ თავისუფლებაზე. ამ ტრაგედიის ფონზეც კი არის დღევანდელი დღე ჩვენი საზოგადოების გამარჯვების დღე და ჩვენი ვალია, დღესაც, როცა ამ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე პუტინის რუსეთი არის მთავარი საფრთხე ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი მორალური ვალია, ყველასი, რომ ამ მსხვერპლს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენს თავისუფლებას, მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და გავუფრთხილდეთ პირველ რიგში იმით, რომ არასოდეს დავუშვათ, გარედან ვინმემ წაგვართვას ჩვენი თავისუფლება და ვიყოთ ერთიანი შიგნით ამ საფრთხის წინააღმდეგ და ერთიანი ჩვენი თავისუფლების დასაცავად, როგორც ქვეყნის, ასევე მოქალაქეების პერსონალურად", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system