თავში

წარმატება და გამარჯვება შენ - ვის უცხადებს მხარდაჭერას გიგი უგულავა

წარმატება და გამარჯვება შენ - ვის უცხადებს მხარდაჭერას გიგი უგულავა
წარმატება და გამარჯვება შენ - ვის უცხადებს მხარდაჭერას გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

"საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და Zurab Girchi Japaridze . ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი

ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ" - წერს უგულავა. 

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის თბილისში, დიდუბეში იყრის კენჭს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system