თავში

წარმატებები ჩემ მეგობარ კახა კუჭავას - ნინო წილოსანი

წარმატებები ჩემ მეგობარ კახა კუჭავას - ნინო წილოსანი
წარმატებები ჩემ მეგობარ კახა კუჭავას - ნინო წილოსანი

"არჩილის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა",- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კუჭავა ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას.

"ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება, რადგან არაერთ საკვანძო საკითხში ჩვენ, კომიტეტებს, მისი მხარდაჭერა უპირობოდ გვქონდა.

მიხარია, რომ ის, როგორც ძლიერი სპიკერი, საპარლამენტო ცხოვრებას უკვე აქტიურ პროცესში შემოუერთდება და ასევე წარმატებები ჩემს მეგობარ კახა კუჭავას.

დარწმუნებული ვარ, კახა კუჭავა ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას",წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპიკერის თანამდებობაზე ვიცე პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system