თავში

წასვლის შემდეგ, ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება - სააკაშვილი

წასვლის შემდეგ, ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება - სააკაშვილი
წასვლის შემდეგ, ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი წასვლის შემდეგ მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებამ ისტორიული სიმართლე დაადგინა. 

“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი შუალედური გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ ჰაააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც მერე წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დავკარგეთ. ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი სტრასბურგში. მიუხედავად ივანიშვილის და მისი ბანდის მცდელობებისა, რომ ეს არ მოგვეპოვებიბა, ჩვენ ამას მაინც მივაღწიეთ”, — განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system