თავში

ცესკო-მ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

ცესკო-მ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
ცესკო-მ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია  პირველად შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. თვითმმართველ ქალაქებში, ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.

ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსთავში, 88 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 25 საარჩევნო უბანი. მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ამ დროისთვის,  ლაცაბიძეს 54,654%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 45,346% აქვს.

ქუთაისში, 124 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 26 საარჩევნო უბანია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

 26 უბნის მონაცემებით, 52,516% იოსებ ხახალეიშვილი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს - 47, 484%.

ფოთში 33 უბნიდან, ამ დროისთის, დათვლილია 11 უბანი, რომლის შედეგების მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

ბექა ვაჭარაძეს 59,173%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი უგულავას - 40,827%.

ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 13 უბანი. ამ მონაცემებით კი ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. ჩიქოვანს ხმების 52,824% აქვს. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს კი ამომრჩეველთა 47,176% უჭერს მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system