თავში

ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩევლები 20:00 საათის შემდეგაც მისცემენ ხმას

ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩევლები 20:00 საათის შემდეგაც მისცემენ ხმას
ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩევლები 20:00 საათის შემდეგაც მისცემენ ხმას

ცესკოს ბრიფინგზე, სპიკერმა ანა მიქელაძემ 20:00 საათის შემდეგ, ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე დაშვების შესახებ ისაუბრა.

"კანონმდებლობით გათვალისწინებულია ამომრჩეველთა დაშვება 20:00 საათის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ რიგში 20:00 საათამდე ჩადგნენ. საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრი ადგენს იმ ამომრჩეველთა სიას, რომლებიც რიგში იდგნენ 20:00 საათამდე. შესაბამისად, მოქალაქეები საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ", - ამბობს ანა მიქელაძე. 

რაც შეეხება კოვიდუბნებს, 21:00 საათამდე გაგრძელდება ხმის მიცემის პროცესი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system