თავში

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას პარლამენტი დღეს ისევ შეეცდება

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას პარლამენტი დღეს ისევ შეეცდება
ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას პარლამენტი დღეს ისევ შეეცდება

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამედ უყრიან კენჭს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე - თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგან კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 

თავმდომჯდომარე და წევრები ვერც 22 ივლისს ჩატარებულ განმეორებით კენჭისყრაზე აირჩიეს.

საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისთვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system