თავში

ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლით დაშალეს
ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. 

წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკო-სთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

პოლიცია აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას წყლის ჭავლის მანქანებით ამ წუთებშიც ცდილობს. 

აქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიას არ ტოვებს, მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს. 

მოქალაქეების ნაწილი ქვებს ისროდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირიდან წამოსული საპროტესტო კოლონა ამ დრომდე ცესკო-სთან არ მისულა. აქციის მონაწილეები ცესკოს-კენ ფეხით მიემართებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system