თავში

ცესკოს-ს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა სწორი პროცესი იქნება - სამადაშვილი

ცესკოს-ს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა სწორი
ცესკოს-ს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა  სწორი პროცესი იქნება - სამადაშვილი

თუ ცესკოს-ს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა მოხდება, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი და კარგი პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემისა და პროცესის მიმართ ნდობის აღსადგენად სწორი იქნება თამარ ჟვანიას ნაცვლად ცესკოს-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს. 

"რაც შეეხება თამარ ჟვანიას საკითხს, იცით, რომ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩო-შეთანხმებას, რაც შეეხება ადმინისტრაციის შეცვლას იმგვარად, რომ ოპოზიციის და ზოგადად, ჩვენი საზოგადოების ინტერესები რეალურად იქნება ისე დაცული, როგორც დღემდე არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად არის დაზიანებული თამარ ჟვანიას რეპუტაცია და იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ნდობა საარჩევნო სისტემისა და პროცესის მიმართ, სწორი იქნებოდა, ცესკო-ს ჰყავდეს ახალი თავმჯდომარე შემდეგი არჩევნებისთვის. ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, გასაგებია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს მათ შორის კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაბამისი ჩარჩო მისი მოქმედების და ამ ჩარჩოს ფარგლებში, თუ მოხდება ახალი თავმჯდომარის დანიშვნა, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი და კარგი პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system