თავში

ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს - გია ვოლსკი

ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს - გია ვოლსკი
ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე - სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ხანია ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, რადგან იქ პატიმრებს აღარ აწამებენ და მათ ღირსებას ფეხით არ თელავენ. 

ვოლსკის თქმით, ნიკა მელიას შეეძლო გამიჯვნოდა იმ სადისტურ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი დღემდე განაგებს და რომლის დროსაც, პატიმრებს ციხეებში აწამებდნენ. 

"ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ აღარ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო და რომლის აქტიური ნაწილი იყო მელიაც და ბევრი პოლიტიკოსიც. ნიკა მელიას შეეძლო გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა სადისტურ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი დღემდე განაგებს. თუკი მელია ამ შემადგენლობაში რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციელებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system