თავში

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივა

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივა
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო.

ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს. დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუსმა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system