თავში

ცნობილია "ფორმულას" ეგზიტპოლის შედეგები

ცნობილია "ფორმულას" ეგზიტპოლის შედეგები
ცნობილია ფორმულას ეგზიტპოლის შედეგები

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები 16 საათისთვის ასეთია:

  • ქართული ოცნება - 46%;
  • გაერთიანებული ოპოზიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" - 28 %;
  • ევროპული საქართველო- 5
  • "ლელო" - 3%;
  • "გირჩი"- 3
  • სტრატეგია აღმაშენებელი"-2%
  • პატრიოტთა ალიანსი -2%;

აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედგებს. პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, 120 ადგილს დაიკავებენ. 

ამომრჩეველთა გამოკითხვა  ტელეკომპანია "ფორმულას" Edison Research-მა ჩაატარა.

ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. იგი იმის გარკვევას კი არ ცდილობს, თუ ვისთვის აპირებს ხალხი ხმის მიცემას, არამედ იმის, თუ ვის მისცა მან უკვე ხმა. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system