თავში

წყვეტს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას პატრიარქის თხოვნის შემდეგ

წყვეტს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას პატრიარქის თხოვნის შემდეგ
წყვეტს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას პატრიარქის თხოვნის შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრინციპული ამოცანაა, შიმშილობით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია. ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

"მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოება არის შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია", - თქვა ბექა ბასილაიამ.

სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმაც. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 7 დღეა შიმშილობს. მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელიც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნა გადასცა. ილია მეორე სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system