თავში

წულუკიანი ბაქრაძეზე: მოლაპარაკე დათუნია

წულუკიანი ბაქრაძეზე: მოლაპარაკე დათუნია
წულუკიანი ბაქრაძეზე: მოლაპარაკე დათუნია

"ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის,"- იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს წინა ხელისუფლების "მოლაპარაკე დათუნიას" უწოდებს

"რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა და არ მიხვდა ამას მაშინ, როდესაც მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და "გამპრავებელი", ბოდიში ამ სიტყვებისთვის, სააკაშვილის, ადეიშვილის და მერაბიშვილის. ახლა მიხვდა, როცა თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system