თავში

წულუკიანი: ბატონი გიორგი გულისხმობდა იმას, რომ გაზაფხულზე აყვავდება ია - VIDEO

წულუკიანი: ბატონი გიორგი გულისხმობდა იმას, რომ გაზაფხულზე აყვავდება ია - VIDEO
წულუკიანი: ბატონი გიორგი გულისხმობდა იმას, რომ გაზაფხულზე აყვავდება ია - VIDEO

ვფიქრობ, ბატონი გიორგი, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„მე მგონია, ბატონი გიორგი, ალბათ, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“,- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მან არ იცის შეეხება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და სად იქნება თავად 2020 წლის არჩევნებისთვის. 

„რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე – ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად, არ ვიცი. ეს არის სიმართლე“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, ასე უპასუხა: „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system