თავში

წულუკიანი: დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება

წულუკიანი: დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება
წულუკიანი: დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება

"ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება,"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ მისთვის არც ის არის საინტერესო ვინ რა ვერ გაიყო, მათ შორის ამჟამინდელი თუ მომავალი თანამდებობები.

მისი თქმით, ამგვარი მოქმედება ოპოზიციის წარმომადგენლების სახეს ნათლად წარმოაჩენს.

"მათ სახეს კარგად წარმოაჩენს ხალხის თვალში და რეალურად, კიდევ უფრო ამცირებს ისედაც მცირე შანსებს საარჩევნო და პოლიტიკური გაგებით, რაც მათ მანამდე ჰქონდათ. დარწმუმებული ვართ იმაში, რომ ისანში და ყველა სამაჟოროტარო ოლქში ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს, დასუსტდება თუ არა, ჩვენთვის განხილვის საგანი არ არის,"- განაცხადა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system