თავში

წულუკიანი: ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით

წულუკიანი: ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით
წულუკიანი: ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით

"ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის გავახსენებ, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად ერთი კენჭიც არ დაუდია," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებული 200-ლარიანი დახმარების პროექტით პოლიტიკური ქულები თავად დაიწეროს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა, არ გაგვახსენოთ ეს დროო, მაგრამ მთლიანად, ამ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს უკვე არაერთი პარტიისგან შედგება, ყოველთვის შევახსენებ, რომ არც ერთი არამცთუ აგური, არამედ კენჭიც არ დაუდიათ ბავშვთა უფლებების დასაცავად. ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ბავშვთა მდგომარეობა ყველა სფეროში და თუნდაც სისხლის სამართლის პროცესში.

ჩვენ ვგმობთ იმას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ეს დახმარების პროექტი მათთვის ინსტრუმენტია. ცდილობენ, თავად დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს მათი მორალური სახეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 800 000 ბავშვი, მათი მშობლები მალე დარეგისტრირდნენ. თქვენ ნახეთ, რომ 600 000-ს უკვე გასცდა რეგისტრირებულთა რიცხვი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system